საქართველოდან უფასოდ გაცემული "ტამიფლუს" გადინების რისკი მინიმიზებულია

  • 11 იანვარი 14:57

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ "ტამიფლუს", ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოში ყველა პაციენტი უფასოდ მიიღებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს თუ არა მედიკამენტებით არალეგალურ ვაჭრობას და როგორ გაკონტროლდება პრეპარატის გაცემა სახელმწიფოს მხრიდან, ამ კითხვით "პირველმა" ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.


"მედიკამენტების არალეგალურად გაყიდვისა და გადინების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი პრეპერატი ტამიფლუს მისაღებად პაციანტმა წარმოადგინოს ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი. ექიმი, როდესაც აძლევს პაციენტს დანიშნულებას ის იღებს პასუხისმგებელობას მასზე", - განუცხადეს "პირველს" ჯანდაცვის სამინისტროში.