ენგურის ხიდზე მიმოსვლა ორი თვით შეიზღუდა

  • 11 იანვარი 14:35

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ შეზღუდვები 2 თვით გაგრძელდება.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ შეზღუდვა საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემოლოგიური სიტუაციას უკავშირდება, კერძოდ კი გრიპის H1N1 ვირუსის „აფეთქებას“.


"შეზღუდულია საქართველოს ტერიტორიიდან "უცხო ქვეყნის მოქალაქეების" შემოსვლა, ასევე, აკრძალულია აფხაზეთის რესპუბლიკიდან მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გასვლა", - ნათქვამია განცხადებაში.


ენგურის ხიდზე დღეს დილიდან მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.