ვლადიმერ ბოჟაძე: მმართველი გუნდის ლიდერის განცხადება შანსს იძლევა, მოსამართლეების შერჩევის პროცესი პოლიტიკური ინტერესების გაუთვალისწინებლად წარიმართოს

  • 11 იანვარი 14:37

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა ვლადიმერ ბოჟაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესში ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე. ეს პროცესი უნდა წარიმართოს ნებისმიერი პოლიტიკური ინტერესის გათვალისწინების გარეშე. ამის შანსს მმართველი გუნდის ლიდერის განცხადება იძლევა, ჯერი ახლა საზოგადოებასა და პარლამენტზეა“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.