ქუთაისში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი გახდა

  • pia.ge
  • 11 იანვარი 14:17

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ქუთაისში, 28 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი H1N1-ის ვირუსი გახდა.

ამის შესახებ გამყრელიძემ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მედიას განუცხადა.


კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრება.


გამყრელიძეს თქმით, 28 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი ლაბორატორიულად არის დადასტურებული.


ქუთაისში, 28 წლის კაცი, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იყო მოთავსებული.





 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge