ზაალ ანჯაფარიძე: ივანიშვილის განცხადებამ მხარეები დროებით უნდა დააშოშმინოს

  • 11 იანვარი 13:49

პოლიტიკის დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება პარტიაში მიმდინარე პროცესებსა და მოსამართლეთა საკითხზე, პრინციპში, დაემთხვა ჩემს შეფასებას, რომ მას აქვს ლავირების ძალიან კარგი უნარი, რაც ბევრ პოლიტიკოსს აკლია.


მან, სიტუაციის შეფასების შემდეგ, საზოგადოებას აგრძნობინა, რომ არ აპირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების „ხელების ამოგრეხის“ მეთოდებით გატანას, არამედ ეცდება, მოძებნოს კომპრომისული, ანუ „win-win“ გადაწყვეტა.


წესით, ამ განცხადებამ მხარეები დროებით უნდა დააშოშმინოს“. - წერს თავის ფეისბუკგვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.