ქუთაისში 28 წლის კაცი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

  • 11 იანვარი 13:17, 2019 წელი

ქუთაისში, 28 წლის კაცი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.

პაციენტი, ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჰყავდათ მოთავსებული.


მედიკოსები კომენტარს არ აკეთებენ. 



ლაბორატორიულიო კვლევის შედეგი, რომლითაც დადასტურდება, გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ „ღორის გრიპი“, მოგვიანებით გახდება ცნობილი.



არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩოხატაურის მკვიდრია.