"რაღაც ვირუსი მაქვს, ვკვდები" - ნახეთ, რას წერდა სალომე ქემაშვილი ახალი წლის ღამეს თავის მეგობარს

  • droni.ge
  • 11 იანვარი 10:29

22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი სხვადასხვა სახის სტატუსებსა და ფოტოებს პოსტავს, რომელიც უშუალოდ მას ეხება.

ერთ-ერთი ასეთი ფოტო დადო სალომეს მეგობარმა, რომელიც 31 დეკემბრის საღამოს მიმოწერის სქრინია - სალომე მეგობარს წერს, რომ რაღაც ვირუსი აქვს და კვდება.


შეგახსენებთ, რომ 22 წლის გოგონა ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში უგონოდ იწვა. ის გუშინ საღამოს დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზი უკვე ცნობილია - ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ სალომე ე.წ. "ღორის გრიპს" ემსხვერპლა.

სრული ვერსიის ნახვა droni.ge