ტოჩინოშინი, ტრავმის მიუხედავად, ჰაცუ ბაშოზე იასპარეზებს

  • რეზონანსი
  • 10 იანვარი 21:24

სერიოზული ტრავმის მიუხედავად, ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ლევან გორგაძემ ერთი კვირის წინ ბარძაყის კუნთი დაიზიანა, თუმცა ქართველი მებრძოლი წლის პირველ სუპერტურნირზე მონაწილეობას მაინც მიიღებს. ჰაცუ ბაშო 13 იანვარს დაიწყება.


"მაინც გამოდის. როცა სპორტსმენი სულით მებრძოლია და ბრძოლის წყურვილი სისხლში აქვს გამჯდარი, ძნელია, იგი რამემ გააჩეროს, თუნდაც მძიმე ტრავმამ", - წერენ ქართული სუმოს ქომაგები.


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ტოინოშინმა სწორედ ტოკიოს ბაშოზე მოახერხა ისტორიული შედეგის დაფიქსირება და იმპერატორის თასის მოგება. იანვრის სუპერტურნირზე ქართველი ოძეკის პირველი ორი მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა.

წყარო: რეზონანსი