ყველა ნიუანსი, რომლებსაც მძღოლებმა იანვრიდან უნდა მიაქციონ ყურადღება

  • რეზონანსი
  • 10 იანვარი 11:56

ყოველი მეორე მარჯვენასაჭიანი მანქანა ტექდათვალიერებას ვერ გადის.

ყველაზე მეტად პრობლემა მანქანებს ფარების რეგულირებასა და საქარე მინასთან დაკავშირებით აქვს. შარშანდელთან შედარებით, ინსპექტირების ცენტრებში მიმართვამ 4-ჯერ მოიმატა. რაც შეეხება საჭეგადატანილებს, ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მძღოლებს რამე განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვთ. მთავარი პირობაა, რომ საჭის გადატანის თარიღი 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ფიქსირდებოდეს. მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების მძღოლებს მოუწევთ, რომ ყურადღება ფარებს, საქარე მინებსა და სავალ ნაწილებს მიაქციონ.

წყარო: რეზონანსი