იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

  • pia.ge
  • 10 იანვარი 10:00

იტალიის პოლიციამ ქურდობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 25 წლის გ.წ. ქალაქ ბარიში დააკავეს.

პოლიციის ცნობით, დაკავებული 2014 წლიდან იძებნებოდა. მას ბრალად სახლების გაქურდვა ედება, წერს 1TV.ge.


როგორც მოგვიანებით გამომძიებლებმა დაადგინეს, დაკავებულმა მიმალვის მიზნით გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა. მისი იდენტიფიცირება ექსპერტიზის შედეგად მოხერხდა. ამჟამად დაკავებული ბარის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge