რა შანსები აქვს მარიამს აკაკი შუკაკიძესთან? - ინტერვიუ მსახიობ ირაკლი ჩხიკვაძესთან

  • სარკე
  • 9 იანვარი 11:38

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი წლის  ეპიზოდები საიდუმლოებებით გამოირჩეოდა. დეტექტივი აკაკი შუკაკიძე, რომელსაც სამაგალითო ურთიერთობა ჰქონდსა ოჯახში ქვრივი და შვილმკვდარი მამა აღმოჩნდა.

მსახიობ ირაკლი ჩხიკვაძისთვისა, რომელიც დეტექტივს თამაშობს, მისი პერსონაჟის ხაზის ასე მოტრიალება სრული სიურპრიზი იყო. ქვრივ მამკაცს, რომ თამაშაბდა თავადაც ერთი თვის წინ გაიგო და მისთვის ეს ემოციურად მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.


- ჩემ გმირზე მუშაობა ისე დავიწე, წარმოდგენა არ მქონდა თუ მისი ოჯახური ცხოვრება ილუზია იქნებოდა. სცენარისტის მთავარი მოთხოვნა იყო, ცოლ-ქმრის ურთიერთობა და დიალოგები მაქსიმალურად იდეალური ყოფილიყო. ასეთი იდილეა ცოტა არ იყოს მაფიქრებდა, მაგრამ ეჭვადაც ვერ გავივლე, რაც სცენარისტს ჰქონდა ჩაფიქრებული.



- მაყურებელმა ძალიან მტკივნეულად მიიღო ის ფაქტი, რომ თქვენს გმირს ცოლშვილი ავარიაში დაღუპვია და მთელი ეს პერიოდი ილუზიაში ცხოვრობს, ელოდით ასეთ რეაქციას?


- ველოდი მაყურებლის მძაფრ რეაქციას. ბოლო დროს იმდენი კითხვის ნიშანი იყო ჩემი გმირის იდეალურ ცხოვრებაზე, რომ რაღაც რადიკალური უნდა მომხდარიყო.


- სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა მაყურებელს უპასუხა, რომ იდეალური ურთიერთობა შესაძლოა გქონდეთ მხოლოს გარდაცვლილთან, თქვენც ასე ფიქრობთ?


- არა, ჩემ გარშემო ბევრი იდეალური ცოლ-ქმარია, უბრალოდ სერიალში ამ წყვილს შორის იყო ერთი უხილავი ზღვარი, რომელიც ვერავინ დაინახა. მჯერა, რომ ცხოვრებაში არსებობს იდეალური ურთიერთობები. 



ახლა, რაც გამჟღავნდა, რომ თქვენს გმირს ცოლი არ ჰყავს თქვენს თანაშემწე მარიამს აქვს შანსი დაიპყროს თქვენი გული?


- მარიამი ძალიან კარგი გოგოა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კარგია თუ მარიამი შეძლებს და დააბრუნებს შუკაკიძეს რეალურ ცხოვრებაში. ეს ბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება.

წყარო: სარკე