რას ამბობს თქვენი წარმოსახვა თქვენს შესახებ?

  • თბილისელები
  • 9 იანვარი 10:59

აიღეთ ფურცელი და კალამი და ჩამოწერეთ კონკრეტული პასუხი 4 კითხვაზე. სანამ დაწერთ, ჯერ კარგად იფიქრეთ და ჩამოყალიბდით, ეცადეთ, პასუხები ორიგინალური იყოს.

1. დახუჭეთ თვალები და გაიხსენეთ ფერი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ და მერე დაწერეთ ის სამი სიტყვა, რომელიც თქვენთვის ამ ფერთან ასოცირდება;


2. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ცხოველი, რომლითაც აღტაცებული ხართ და მერე დაწერეთ სამი სიტყვა, რომელიც თქვენთვის ამ ცხოველთან ასოცირდება;


3. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ წყალი იმ ფორმით, რა ფორმითაც ყველაზე მეტად გხიბლავთ (ზღვა/ოკეანე, მდინარე, ჩანჩქერი) და მერე სამი სიტყვით აღწერეთ ის.


4. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ ხართ ოთახში, რომელშიც უკუნი სიბნელე სუფევს. ვერაფერს ხედავთ. რას გრძნობთ?


ნახეთ, რა გამოვიდა:


* პირველ ვარიანტში: ქვეცნობიერში თქვენ გინდათ, რომ ეს თვისებები გქონდეთ და ზუსტად ასეთი იყოთ;


* მეორე სამი სიტყვით ირკვევა, რომ თქვენ რეალურად ასეთი ადამიანი ხართ, ეს თქვენი თვისებებია;


* ეს თქვენი დამოკიდებულებაა სექსთან, ასეთია ის თქვენს წარმოსახვაში;


* ცოტა სევდიანი ამბავია, მაგრამ მას ვერსად გავექცევით – ეს სიკვდილია, ანუ თქვენი ქვეცნობიერი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.

წყარო: თბილისელები