ვანდალიზმი: რუსთავში საახალწლო სოფელს უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს

  • რეზონანსი
  • 9 იანვარი 10:42

რუსთავში, ლეონიძის სკვერში კოტეჯს ცეცხლი წაეკიდა. პარკში საახალწლო სოფელია განთავსებული.

არსებული ინფორმაციით კოტეჯს ცეცხლი უცნობმა პირებმა წაუკიდეს. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ეკიპაჟები.

წყარო: რეზონანსი