ქუთაისის რესტორანში პურში ფაროსანა იპოვეს

  • რეზონანსი
  • 9 იანვარი 10:32

სოციალური ქსელის მომხმარებელი თაკო ლანჩავა ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც პურში ფაროსანაა.

ლანჩავა წერს, რომ პური ამგვარ მდგომარეობაში ქუთაისში, რესტორან "გრანდ პალასში" აღმოაჩინა.


თავად რესტორანში კი აცხადებენ, რომ პურს ადგილზე არ აცხობენ და სხვა ობიექტიდან მოაქვთ.


"ჩვენთან მსგავსი რამ არ ხდება. ან თუ მომხმარებელმა ნამდვილად იპოვა ფაროსანა, მენეჯერისთვის უნდა დაეძახა ადგილზე და ის გაარკვევდა მომხდარს. ახლა ჩვენ როგორ დავამტკიცოთ, რომ პურში ნამდვილად იყო ფაროსანა?", - აცხადებენ რესტორანში.

წყარო: რეზონანსი