ჭავჭავაძეზე სასწრაფო დახმარების მანქანა მუშებს შეეჯახა - 1 გარდაცვლილია

  • pia.ge
  • 9 იანვარი 10:13

ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს შეეჯახა, რის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა.

"12 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაცვლილია. პირველადი ინფორმაციით მუშები არიან დაშავებულები, რომლებიც მშენებლობაზე მიდიოდნენ, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მანქანა გადავიდა ტროტუარზე და დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით, სამ წლამდე",- უთხრეს "პირველს" შსს-ში. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge