დღეიდან ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს (მისამართები)

  • რეზონანსი
  • 8 იანვარი 10:59

პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულებაში დღეიდან პაციენტებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

 შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც დღეიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, შემდეგია:


შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუას ქ. N 18.


შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელის ქ. N19.


შპს "საოჯახომედიცინისეროვნულისასწავლოცენტრი" მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.


შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.


შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.


ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

წყარო: რეზონანსი