ლიმონის უნიკალური თვისებები

  • თბილისელები
  • 4 იანვარი 17:05

ლიმონი საკმაოდ ეფექტური გასახდომი საშუალებაა.

მაგალითად, საკმაოდ ეფექტურია ლიმონისა და ნივრის ნარევი, რომელიც ასე მზადდება: 400 გრამი ნიორი დააქუცმაცეთ და აურიეთ 24 ლიმონისგან გამოწურულ წვენში. აუცილებლად მოამზადეთ ფართოყელიან ქილაში. შემოახვით დოლბანდი (მარლა) და გააჩერეთ 24 დღე. ეს საშუალება მიიღეთ მხოლოდ ძილის წინ – ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
ასევე კარგია, უბრალოდ, ლიმონიანი წყალი, რომელიც ორგანიზმს სიმხნევეს სძენს და წონაში დაკლებაშიც ეხმარება. ეფექტურია გვირილისა და ლიმონის ნარევიც. საღამოს დააყენეთ ორი ჩაის კოვზი ხმელი გვირილისა და რამდენიმე ნაჭერი ლიმონის ნაყენი და დილით უზმოზე მიიღეთ.
ლიმონის გამოყენება, ასევე, შეიძლება ფრჩხილების გასათეთრებლად, ფეხებში ტკივილის მკურნალობისთვის. მას შეუძლია განკურნოს ადამიანი ართრიტისგან, კუჭის აშლილობისა და რევმატიზმისგან. მას ასევე შეუძლია დაგიცვათ ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა ქოლერა და მალარია.
და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ლიმონი სისხლის ბუნებრივი გამწმენდია.
ლიმონის ყოველდღიური გამოყენება აფერხებს სიბერის ნიშნების გამოვლენას.
ლიმონი დაჭერით და დადგით საძინებელ ოთახში. ის ჰაერის გამწმენდი შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა და, ამავე დროს, მისი არომატი ადამიანს ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, სძინავს უფრო ღრმად და დილით დასვენებული და ენერგიით სავსე იღვიძებს.
ლიმონის სასარგებლო თვისებებზე ბევრჯერ გვსმენია. ბოლო დროს კი ხშირად საუბრობენ მასზე, როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალებაზე.

წყარო: თბილისელები