ქართველი მხატვარი ელგუჯა ბერძენიშვილი გარდაიცვალა

  • სარკე
  • 4 იანვარი 14:45

91 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ელგუჯა ბერძენიშვილი გარდაიცვალა.

ელგუჯა ბერძენიშვილი მუშაობდა დაზგურ და მონუმენტურ ფერწერაში, მხატვრულად აფორმებდა წიგნებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: “დეკორატიული პანო”(1967, ბიჭვინთა), “ნავები”(1955, მხატვრის კუთვნილება), “მეუღლის პორტრეტი”(1956, მხატვრის კუთვნილება), “აბესალომ და ეთერი”(1968, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი). ილუსტრაციები კონსტანტინე გამსახურდიას რომანისათვის “დიდოსტატის მარჯვენა”(1972, მხატვრის კუთვნილება), აფიშა უილიამ შექსპირის პიესისათვის “რიჩარდ III”(1957, თანაავტორებთან ერთად). იყო რამდენიმე წიგნის ავტორი. ფერმწერი და გრაფიკოსი.


1966 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.


ქართველ მხატვარს ხვალ დაკრძალავენ.

წყარო: სარკე