„გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება“

  • pia.ge
  • 3 იანვარი 16:31

„ყაზტრასნგაზმა ოფიაციალურად მაცნობა, რომ  გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება“, - ამის შესახებ „პირველს“  სს  „კრწანისი-პურის“ დირექტორმა სპარტაკ გოგინავამ უთხრა.

„ამ შემთხვევაში ჩემი წარმოება არ მუშაობს, მაგრამ მე დამიკავშირდა „ყაზსტრანსგაზი“ და ოფიციალურად მაცნობა, რომ გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება. 15 წუთის წინ დამიკავშირდა ყაზტრანსგაზი და მაცნობა ეს სასიამოვნო ამბავი“, - უთხრა „პირველს“ სპარტაკ გოგინავამ.


ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისათვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.


იმისათვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია მოახდინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება.


აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge