ღორის გრიპით ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

  • pia.ge
  • 3 იანვარი 14:39

ზუგდიდელ კაცს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 დეკემბერს გარდაიცვალა, H1N1 ვირუსი აღმოაჩნდა. 33 წლის პაციენტი ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.

ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მათთან ახალი წლის წინა დღეებში ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით 3 ადამიანი იყო მოთავსებული, აქედან ორი უკვე ბინაზე გაეწერა, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა.


„სულ სამი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი გაწერილია, ხოლო მესამე თბილისში გარდაიცვალა. ის შემოყვანის დღესვე გადაიყვანეს თბილისში, ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, რომელის პასუხიც მისი გადაყვანის შემდეგ ჩამოვიდა და მას დაუდასტურდა H1N1“, - თქვა ორჟონიამ.


ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით ხუთი ადამიანი გადის მკურნალობას, აქედან კი ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა.


"მათ ავუღეთ შესაბამისი ანალიზები, რაც კვლევებისთვის არის საჭირო და დაველოდოთ პასუხებს“, - ამბობს სულხან ორჟონია.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით ზუგდიდში გრიპის ვირუსით მომართვიანობა გაიზარდა

სრული ვერსიის ნახვა pia.ge