8 წლის მოზარდი პიროტექნიკით დაშავდა - ბავშვს დამწვრობა სახის არეში აქვს

  • რეზონანსი
  • 3 იანვარი 13:26

პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

 კლინიკაში სახის დამწვრობით 8 წლის მოზარდი შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.


„წინა წლების გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ეს არ მთავრდება არც პირველში, არც ორში, ეს გრძელდება ძველით ახალ წლამდე და მერეც. მოსახლეობა მინდა გავაფრთხილო, რომ სხვანაირად მიულოცონ ერთმანეთს ახალი წელი", - ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.

წყარო: რეზონანსი