როგორ ვაქციოთ საახალწლო საჩუქარი წარმატების მომტან თილისმად

  • თბილისელები
  • 31 დეკემბერი 15:08, 2018 წელი

2019 წლის ტენდენციებზე დაყრდნობით, აუცილებელია, თითოეული ადამიანისთვის ის საჩუქარი შეარჩიოთ, რაც მთელი წელი მის იღბლიანობას გაზრდის, ერთგვარი თილისმა და წარმატებების მომტანი გახდება.

რადგან აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით, წელს მიწის სტიქიის, ყვითელი ღორის წელიწადია, უმჯობესია, ისეთ საჩუქრებზე გააკეთოთ აქცენტი, რომელიც მიწის სტიქიას და წლის დომინანტ ფერს შეესაბამება. კარგია ხის სამკაულებისა და აქსესუარების, ასევე ყვითელი, ოქროსფერი ან ნაცრისფერი ჩანთების, ტანსაცმლის, საფულის, შარფებისა და სხვა ნივთების ჩუქება.
ვერძი – გადახედეთ მოდის ტენდენციებს, ფერებს, სტილს და ამის მიხედვით აურჩიეთ მას ტანსაცმელი, კაშნე, ხელთათმანი, ნატურალური ტყავის ჩანთა ან საფულე, ძვირფასი ქვების სამკაული. საჩუქრის არჩევისას, აქცენტი აუცილებლად ნაცრისფერ და ყვითელ ფერებზე გააკეთეთ.
კურო – ძალიან გაახარებთ, თუ მას მოდურ, ყვითელი ლითონისგან დამზადებულ საათს, ბეჭედს, სამაჯურს ან ყელსაბამს უსახსოვრებთ. ასევე, კარგი საჩუქარი იქნება მანქანის აქსესუარები და ის სუნამო, რომელიც ტრენდული სიახლეა, მოდურია და ცივი არომატი აქვს.
ტყუპები – წელს, ყველაზე კარგი საჩუქარია კოსმეტიკური ნაკრები, სახის საცხები, თმის აქსესუარები და ლამაზი, ფერადი ჩანთა. ასევე, ყვითელი შეფერილობის ორიგინალური ტანსაცმელი.
კირჩხიბი – საახალწლოდ შეგიძლიათ მაგიდის სანათი, ყავისფერი ტყავის საფულე ან სახლის ისეთი ნივთები უყიდოთ, რომელიც ყოველდღიურობაში გამოადგება. შეგიძლიათ, საჩუქარი მისი პროფესიის და საქმიანობის შესაბამისად აურჩიოთ, ისე, რომ მისი ტარება, ერთგვარ თილისმურ ძალას აძლევდეს. აქცენტი საჩუქრის არჩევისას ყავისფერ, ნარინჯისფერ, ვარდისფერ, მწვანე და ნაცრისფერ ფერებზე გააკეთეთ.
ლომი – წელს მისთვის ერთგვარ თილისმის ძალას ატარებს ისეთი საჩუქარი, რომელსაც სამუშაო მაგიდაზე დადებს ან ყოველდღიურობაში, პროფესიონალურ საქმეში გამოიყენებს. ასევე, კარგია, ცნობილი ბრენდის სიახლე – სუნამო ან თავის მოვლის საშუალებები.
ქალწული – შეურჩიეთ ლამაზი დეკორატიული ნივთი, სანათი, სტატუეტი, ორიგინალური საათი ან ლარნაკი. კარგია აბაზანაში დასადები ლამაზი ნივთები. ასევე, გაახარებს თვლებით მოჭედილი სამაჯური ან საყურე.
სასწორი – უსახსოვრეთ ლამაზი ნივთი, რასაც ყოველდღიურობაში ატარებს. ამ მხრივ, კარგია ტანსაცმლის, საათის, კოსმეტიკური ჩანთის, საფულის ან ბეჭდის ჩუქება. ყურადღება მიაქციეთ, რომ საჩუქარი გადაწყვეტილი იყოს ვარდისფერში ან ნაცრისფერში. ამ საჩუქრის ტარებით, მისი იღბალიც გაორმაგდება.
მორიელი – საახალწლოდ ისეთი რამ უნდა აჩუქოთ, რაც მისთვის სასურველია და სასიყვარულო თუ საქმიან შეხვედრებზე გამოადგება. შესაძლოა, ეს იყოს მოსასხამი, სვიტერი, ყელსაბამი, ქამარი, ბროში ან ლამაზი, ძვირად ღირებული ბიჟუტერია. ასევე, კარგია ისეთი პარფიუმერული ნაწარმი, რასაც ყოველღიურობაში გამოიყენებს, მაგალითად, სახის საცხი, პომადა, თვალის ჩრდილი და ფანქარი, ტუში, ტონალური კრემი და ასე შემდეგ.
მშვილდოსანი – აჩუქეთ ისეთი რამ, რაც კარგი იქნება მისი ჯანრთელობისთვის, მაგალითად, სატრენაჟორო დარბაზის ან გამაჯანსაღებელ-საცურაო აუზის აბონემენტი. ასევე, გაახარებთ, თუ ისეთ საჩუქარს შეურჩევთ, რაც მუდამ მის ჩანთაში იდება – საფულე, დეკორატიული სარკე, პატარა ნივთებისა და პარფიუმერიის ჩასალაგებელი ბრენდული პატარა ჩანთა, წიგნაკი.
თხის რქა – ისეთი საჩუქარი უყიდეთ, რაც მისთვის ერთგვარი თილისმური ძალის მქონე და ავი თვალისგან დამცავი იქნება. შესაძლოა, ეს იყოს, ასტროლოგიური ქვით მოჭედილი ყელსაბამი, ბეჭედი, საყურე ან კულონი. ასევე, ისეთი ნივთები, რასაც სამზარეულოსა და სააბაზანოში მოიხმარს, მაგალითად, ლამაზი სააბაზანოს ნაკრები, დუშ-გელები, სამზარეულოს დეკორატიული ქილები, კედელზე დასაკიდი ატრიბუტები, ჭიქები და თეფშები.
მერწყული – აურჩიეთ ისეთი საჩუქარი, რითიც საზოგადოებაში მოიწონებს თავს. აქცენტი მწვანე, ყვითელ, ნარინჯისფერ ან თეთრ ფერზე შეაჩერეთ. ასევე, კარგია საოჯახო ნივთები, რასაც ყოველდღიურად იხმარს.
თევზები – ძალიან გაახარებთ, თუ საახალწლოდ ისეთ საჩუქარს გაუკეთებთ, რასაც ის სულ თან ატარებს. მაგალითად ასეთია: საათი, სამაჯური, ხელჩანთა, საფულე, თმის სამაგრი, ლამაზი სამკაული. ასევე, თავის მოვლის საშუალებები. მთავარია, მისთვის ისეთი ნივთი შეარჩიოთ, რასაც კი არ დადებს და უყურებს, არამედ გამოიყენებს.

წყარო: თბილისელები