სად იდგა თბილისის ერთ-ერთი პირველი ნაძვის ხე

  • რეზონანსი
  • 31 დეკემბერი 12:38, 2018 წელი

დღემდე უცნობია, რომელ წელს დაიდგა თბილისში პირველი ნაძვის ხე და როდის მოირთო ქალაქი საახალწლოდ, თუმცა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ფოტო, რომელიზეც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაძვის ხეა აღბეჭდილი.

ფოტო 1913 წლით თარიღდება და ეს ნაძვის ხე პასკევიჩის (დღევანდელი ქიქოძის) #9-ში მდებარე ბინაში იდგა.


სამაგიეროდ საახალწლოდ დადგემილი ღონისძიებების სია პრესის ფურცლებში იძებნებოდა, ანუ საახალწლო ანონსებს მკითხველი პრესით ეცნობოდა. სად შეხვდებოდნენ წვეულებით თბილისელები მე-20 საუკუნეს, პირველი ასეთი საახალწლო ანონსი, 1901 წელს "ცნობის ფურცელში" გამოქვეყნდა.


„შაბათს, 6 იანვარს 1901 წ.


„ტფილისის „კრუჟოკის“ დარბაზში გამართული იქნება ბალი. ბილეთი ღირს 2 მან. და 10 კაპ.ქალებისთვის გულ-ამოჭრილი კაბა სავალდებულო არ არის. სამხედრო კაცთათვის ჩვეულებრვი ტანისამოსი და დანარჩენებისთვის ფრაკი და ნაციონალური ტანისამოსი. ბილეთები იყიდება „კრუჟოკის“ შვეიცართან“.


ასევე გამოქვეყნდა საჭირო რჩევა საახალწლოდ.


„სასარგებლო საჩუქარი-შობისათვის


„მიღებულია, მრავლად გრამაფონის ფირფიტები, სულ ახალის სიმღერისა. სიმღერები ათასნაირია სხვა და სხვა ენაზე. ფასები იაფებია - საკონცერტო მემბრონები 3 მანეთი და უფრო მეტი.


„ტფილისი - გაიგანტი. სააქციონერო საზოგადოება - გრამაფონი.


„ტფილისი, გოლოვინის პროსპექტი თეატრთან #6.


„აპარატებისა და ფირფიტების ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ საქარხნო მარკას „მწერალი ამური“.


ქართული მედია მკითხველის სადღესასწაულო განწყობებზეც ზრუნავდა პუბლიკაციების, ფოტოებისა და ილუსტარციების მეშვეობით. 1905 წლის 1-ლ იანვარის გაზეთ "ცნობის ფურცლის" გარეკანზე გამოსახული იყო ჩოხიანი ბიჭი, რომელიც უფსკრულისკენ უბიძგებდა 1904 წლის "ცუდსა და ავს".

წყარო: რეზონანსი