1-ელი იანვრიდან სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება

  • pia.ge
  • 31 დეკემბერი 11:28, 2018 წელი

2019 წლის 1-ელი იანვრიდან  საქართველოში სავალდებულო საპენსიო სისტემა ამოქმედდება.

 

საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის.  კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.


სისტემის სამი მონაწილე მხარე - მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად განახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%-ს.  რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.


სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, 40 წლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი. 


საპენსიო რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.


საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ სსიპ საპენსიო  სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე  კონკურსის წესით ლევან სურგულაძე შეარჩია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge