რუსეთში ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა, არის მსხვერპლი

  • pia.ge
  • 28 დეკემბერი 13:53, 2018 წელი

ნიჟნი ნოვგოროდში სამგზავრო ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად  ერთი ქალი დაიღუპა, ორი ბავშვი დაშავდა.


ექსტრემალური სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ავტობუსში 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა, მათგან არავინ არ დაშავებულა.


ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. დაიწყო გამოძიება.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge