რატომ აღარ ჩანს სცენაზე ლიანა ისაკაძე

  • რეზონანსი
  • 27 დეკემბერი 22:50, 2018 წელი

ლიანა ისაკაძის დღევანდელ ცხოვრებაზე, მის შინაგან მდგომარეობასა და ბევრ სხვა საკითხზე, “სარკე” მის ძმისშვილს გიორგი ისაკაძეს ესაუბრა.

რაც მეუღლე გარდაეცვალა, დიდი მუსიკოსი საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. შარშან  ფესტივალის მიმდინარეობისას ლეგენდარულ მევიოლინის მეუღლე, თამაზ ჩაჩავა, კონცერტის მიმდინარეობისას ცუდად გახდა და გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ტრაგედიის შემდეგ ქალბატონი ლიანა სცენაზე აღარ დაბრუნებულა


"ეს არის მისი პირადი საკითხი და არ მინდა, შევეხო. გეტყვით ერთს, რომ ის განუწყვეტლივ მუსიკაშია. მისი გადაწყვეტილებაა, რომ აქტიურ საკონცერტო ცხოვრებაზე ჯერჯერობით უარი თქვას, მაგრამ მაინც სულ მუსიკაშია. ის მუსიკას ისმენს, დირიჟორობს, მღერის, უკრავს ვიოლინოზე და ფორტეპიანოზეც, მაგრამ არა – საჯაროდ და არა – სცენაზე. ეს მისი სამყაროა. ის თავის საყვარელ პროექტში “ღამის სერენადებში” აქტიურად არის ჩართული.


ლიანა აბსოლუტურად უკომპრომისოა, როცა საქმე მუსიკას ეხება. ხშირად მეუბნებოდა, რომ მუსიკაში მთავარია მისი სიღრმე და სული. მას არასდროს აინტერესებს მუსიკის კომერციული მხარე", - აცხადებს გიორგი ისაკაძე.

წყარო: რეზონანსი