ვინ არის ქალი, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობისთვის იბრძვის

  • რეზონანსი
  • 27 დეკემბერი 10:13, 2018 წელი

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2019 წლის აგვისტოს ბოლოს არის დაგეგმლი ექსპერტთა ვარაუდით, ამ თანამდებობას მეორე ვადით ისევ რაულ ხაჯიმბა დაიკავებს.

თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში, სხვა პრეტენდენტებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის პრეტენზია ექნებათ. მათ შორის ერთ-ერთი, ვინც მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს შეიძლება დაუპირისპირდეს, მოძრაობის - "ქალები პოლიტიკაში" დამფუძნებელი ირინა აგრბაა, რომელიც წლებია, ხაჯიმბას ოპონენტია.

წყარო: რეზონანსი