მიწასთან გასწორებული ინდონეზია - დამანგრეველი ცუნამის შედეგები (ფოტოები)

  • რეზონანსი
  • 23 დეკემბერი 22:28, 2018 წელი

ინდონეზიაში დამანგრეველი ცუნამის შედეგად დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 222 ადამიანი. დაშავებულია - 843, დაკარგულად ითვლება 30 ადამიანი.


ცუნამის მიზეზად ვულკან ანაკ-კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი წყალქვეშა მეწყერი სახელდება.


სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ ანგრევს ცუნამი პოპულარული ინდონეზიურ პოპ ბენდის Seventeen-ს კონცერტზე სცენას და ბენდის წევრებს კლავს.


ინდონეზიის სანაპირო ქალაქები დამანგრეველმა ცუნამმა მიწასთან გაასწორა.







წყარო: რეზონანსი