თამთა გოდუაძე ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით გადის – ,,თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს”

  • რეზონანსი
  • 23 დეკემბერი 17:48, 2018 წელი

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ისრაელში ,,ევროვიზია 2019″-ზე კვიპროსის სახელით გამოვა.

ის სოციალური ქსელის საშუალებით საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსა და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს:


"ჩემო კარგებო, მინდა, დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ 2019 წლის ,,ევროვიზიაზე" წარვადგენ კვიპროსს. განსაკუთრებით თქვენი მხარდაჭერის და სიყვარულის დიდი იმედი მაქვს ამ დიდი და ლამაზი გზის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის, ჩემ გვერდით იქნებით".


ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოდან, ასევე საბერძნეთიდან.


შეგახსენებთ, რომ თამთა გოგუაძე პროექტ ,,იქს ფაქტორის" ჟიურის წევრი იყო და საქართველოში ფართო საზოგადოებამ სწორედ ამ პროექტით გაიცნო.

წყარო: რეზონანსი