"ქრისტინე იმედაძე დაბლოკილია ჩემს გადაცემაში"

  • რეზონანსი
  • 23 დეკემბერი 12:53, 2018 წელი

„ნანუკას შოუს" სტუმარად არაერთი ცნობილი ადამიანი ყოფილა. თუმცა, მათ შორის არასდროს მომღერალი ქრისტინე იმედაძე.

როგორც ჟორჟოლიანმა გადაცემა „პროფილში" განაცხადა, ქართველი მომღერალი „ნანუკა შოუში" დაბლოკილია. გადაცემაში სტუმრად არასდროს ჰყოლია.


საქმე იმაშია, რომ წლების წინ, თბილისში ქრისტინე იმედაძისა და ტელეწამყვანის ყოფილი ქმრის, ირაკლი კოდუას რომანზე ჭორაობდნენ, ამბობდნენ, რომ ნანუკა საკუთარ გადაცემაში ქრისტინეს სწორედ ამიტომ ბლოკავდა, მაგრამ როგორც 20 დეკემბრის გადაცემაში ჟორჟოლიანმა განაცხადა, ეს მხოლოდ ჭორი იყო.


„ირაკლიზე და ქრისტინეზე მართლა იყო ჭორები, ირაკლიზე და ნუკიზეც იყო. მაგრამ, ეს მხოლოდ ჭორები იყო. ქრისტინე მართლა დაბლოკილია ჩემს გადაცემაში. ქრისტინეს დეიდაშვილმა მოკლა ჩემი სისხლი და ხორცი ზუკა (საუბარია წყალბურთელ ზუკა სახელაშვილზე). ის ახლა გაქცეულია, მოსკოვში ცხოვრობს. ზუკას და - თათა სახელაშვილი, არის ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი პროდუსერი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ზუკა ჩემს ხელში გაიზარდა. მე და თათა 25 წელია ვმეგობრობთ", - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.


ნანუკა ჟორჟლიანმა „პროფილში" ფილარმონიაში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით ქრისტინემ და ნანუკამ ფილარმონიაში ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა ტელეწამყვანმა ჭორი უწოდა და მომხდარი ფაქტი ასე განმარტა:


„ერთი ინციდენტი ნამდვილად მოხდა, ფილარმონიაში ჩვენს წინ იჯდა ქრისტინე. მას და თათას შორის მოხდა შელაპარაკება. მე უბრალოდ გამშველებელი ვიყავი. იქ მე და ქრისტინე გვიცნეს. ქრისტინეს არაფერი დაუშავებია, მაგრამ ზუკა რომ საფლავში წევს, მაგასაც არაფერი დაუშავებია. თათამაც არაფერი დააშავა. ჩემს მეგობარს ვუფრთხილდები და ვარიდებ ამ ყველაფერს. თათამ შექმნა" ნანუკას შოუ" და იმსახურებს ჩემგან ნერვები არ მოვუშალო".


ცნობისთვის, ზუკა სახელაშვილი 24 წლის ასაკში მოკლეს. ის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე და დსთ-ის თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე იყო.


 

წყარო: რეზონანსი