რატომ ქრება აფხაზეთში ქართული პროდუქტი? - "საახალწლოდ სიძვირემ პიკს მიაღწია"

  • რეზონანსი
  • 22 დეკემბერი 16:05, 2018 წელი

ოკუპირებულ გალის რაიონში წინასაახალწლოდ სასურსათო პროდუქციის ფასმა პიკს მიაღწია.

მართალია, საზღვარი არ ჩაკეტილა, მაგრამ საახალწლო სეზონი გალელებისთვის წელს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ზუგდიდიდან სურსათი ნაკლებად შედის, რუსეთიდან შეტანილი საკვები პროდუქტის ადგილზე შეძენა კი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მძიმე მატერიალური პირობების გამო უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. ხალხი ფიქრობს, რომ კვირის ბოლოს საზღვარი შეიძლება მთელი 1 თვით ჩაიკეტოს და მიმოსვლას ვერ შეძლებენ.

წყარო: რეზონანსი