წყალტუბოს მუნიციპალიტტეის ერთ-ერთ სოფელს მგლები შეესია

  • pia.ge
  • 22 დეკემბერი 13:29, 2018 წელი

წყალტუბოს მუნიციპლაიტეტის სოფელ ფარცხანაყანებს მგლები შეესია.

ადგილობრივების თქმით, დაკბენილია რამდენიმე ადამიანი, ასევე ცხვრები და ძაღლები. თვითმხილველები ამბობენ, რომ მგლები ხალხს ეზოებში უვარდებიან და მათ ღამით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ.


მოსახლეობა ითხოვს, შესაბამისმა უწყებებმა გამოყონ მონადირეები და ადგილობრივებს მისცენ ტყვიები, რათა დროულად მოგვარდეს პრობლემა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge