ცხელება, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება - დაავადებულთა უმრავლესობა მცირეწლოვანია

  • რეზონანსი
  • 22 დეკემბერი 10:23, 2018 წელი

H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოშიც ელვის სისწრაფით ვრცელდება.

ცხელება, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება - მედიკოსები ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მოქალაქეებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიმართონ ექიმს. რისკჯგუფში არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ბავშვები. ამ ეტაპზე დაავადებულთა უმრავლესობა მცირეწლოვანია. ვირუსის გართულების შემთხვევები პაციენტს პნევმონია უვითარდება.


ჯანდაცვის სამინისტრო პანიკის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საგანგებო რეჟიმში გადავიდეს და მანქანებით ოჯახის ექიმებიც უზრუნველყოს.


ვირუსის გავრცელების პიკს მედიკოსები დეკემბრის ბოლოს - იანვრის დასაწყისში ელოდებიან

წყარო: რეზონანსი