“კიდევ სცადე” – რა გაუკეთა სტუდენტმა ილიაუნის ლექტორს, რომელიც “შპარგალკებს” ეძებდა

  • რეზონანსი
  • 21 დეკემბერი 15:44, 2018 წელი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორი თემო შენგელაია სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც მას გადახდა.

“ჩემმა სტუდენტებმა იციან, რომ გადაწერის ამბავს ძალიან მკაცრად ვაკონტროლებ, ვამოწმებ ყველაფერს, მათ შორის თუ ეჭვი მაქვს ჯიბეებსა და საფულეებსაც კი.


ჩამოვიარე “რეიდზე”. ერთ-ერთი სტუდენტის ქუდის ნაკეციდან ვხედავ ფურცლის პატარა ნაწილი მოჩანს,


მეთქი ეგააა და გამოვიჭირე...


ამოვიღე ფურცელი, ვხსნი და აწერია:


Try Again (კიდევ სცადე)” – წერს თემო შენგელაია.

წყარო: რეზონანსი