იანვრიდან აცრები სავალდებულო ხდება

  • რეზონანსი
  • 21 დეკემბერი 15:40, 2018 წელი

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით 1-ელი იანვრიდან აცრები სავალდებულო ხდება.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პირველ ეტაპზე სავალდებულო აცრები ვაქცინაციაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ეხება.


„სავალდებულო ჯერ რაიმე საჯარიმო სანქციებს არ მოიაზრებს. ჩვენი ამოცანაა კიდევ ერთხელ ხაზგასმა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. აცრები განსაკუთებით ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია. ვაქცინაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჩვენ განუწყვეტლივ ვახდენთ. მათ შორის სკოლებში და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რომ იქ მომუშავე ადამიანებსა და ბავშვების მშობლებს ამის მნიშვნელობა კიდევ ავუხსნათ", - განაცხადა სერგეენკომ.

წყარო: რეზონანსი