რატომ არის ნინო ანანიაშვილი ხელშეუხებელი ფიგურა? - გიორგი კალანდიას განმარტება

  • რეზონანსი
  • 21 დეკემბერი 13:46, 2018 წელი

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია დავით ოქიტაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ნინო ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს.

კალანდია ამბობს, რომ ანანიაშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ბალეტმა ოქროს ხანას მიაღწია:


"არიან ადამიანები, რომელთაც ყოველგვარმა პოლიტიკურმა მოვლენამ უნდა აუაროს გვერდი იმიტომ, რომ ამ ადამიანებს განსაკუთრებული როლი და წვლილი მიუძღვით ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში. ნინო ანანიაშვილის გარეშე წარმოუდგენელია ოპერისა და ბალეტის თეატრი და რომლის ხელმძღვანელობითაც ქართულმა ბალეტმა მიაღწია ოქროს ხანას. ჩემთვის ნინო ანანიაშვილი არის ხელშეუხებელი ფიგურა", - ამბობს კალანდია.

წყარო: რეზონანსი