"დაუშვებელია ამდაგვარი კომენტარების გაკეთება ნინო ანანიაშვილზე"

  • რეზონანსი
  • 21 დეკემბერი 13:03, 2018 წელი

დავით ოქიტაშვილის განცხადება ნინო ანანიაშვილის წინააღმდეგ, მიუღებელია ხელოვნების სფეროს მოღვაწეებისთვის.

"სუხიშვილების" მმართველი დირექტორი ნინო სუხიშვილი, პრიმა ბალერინას განსაკუთრებულ წვლილზე საუბრობს და ამბობს, რომ თავის კარიეირის ზენიტში ანანიაშვილმა მსოფლიო დონის თეატრებს უარი უთხრა და საქართველოში დაბრუნდა:


"დაუშვებელია ამდაგვარი კომენტარების გაკეთება ნინო ანანიაშვილზე. ის არის მსოფლიო დონის პრიმა ბალერინა. იმის გარდა, რომ არის საოცარი რანგის ხელოვანი, არის არაჩვეულებრივი ორგანიზატორი, ხელმძღვანელი. მან თავისი კარიერის ზენიტში უარი უთხრა უამრავ მსოფლიო დასს, თეატრებს და დაბრუნდა საქართველოში", -აცხადებს ნინო სუხიშვილი.


ამავე თემაზე: 


"ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ვაშაძე-ანანიაშვილისგან"


"ღმერთმა დამიფაროს ნინო ანანიაშვილის ოპერიდან გამოგდება, მე ეგ არ მიგულისხმია" - დავით ოქიტაშვილი


 

წყარო: რეზონანსი