"2012-ში ქალი მწერდა, სატანა ხარო, 2018-ში მომწერა, ვაფრენ შენზეო, ბევრი გულებით"

  • რეზონანსი
  • 21 დეკემბერი 11:40, 2018 წელი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ 2012 წლიდან დღემდე, მის მიმართ საზოგადოების აზრი უკეთესობისკენ შეიცვალა. ამის მაგალითად მან ერთ-ერთი ქალის შეტყობინება მოიყვანა.

"მოგიყვებით ისტორიას, როგორ იცვლებოდა ხალხის დამოკიდებულება ზოგადად, მაგალითად ჩემს მიმართ. ამასწინათ ასეთი გზავნილი იყო, გულებს რომ მიგზავნიან. ჩავხედე და ვნახე, ქალი მიგზავნიდან ბათუმიდან.


2012 წელს, არჩევნების წინ, ზაფხულში მან გამომიგზავნა: "სატანა სააკაშვილო, მოშორდი, დაანებე თავი საქართველოს".


2013 წელს, ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს მომწერა: "რა კარგია, რომ მალე მოგვშორდები, წაეთრიე ამ ქვეყნიდან, აღარ გნახოს ჩემმა თვალებმა".


მერე, 2015 წელს თუ არ ვცდები, დაბადების დღე მიმილოცა და მომწერა: "გილოცავ დაბადების დღეს, პრინციპში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გაქვს გაკეთებული".


მერე 2016 წელს მომწერა: "კარგი იქნებოდა, თუ იფიქრებდი უკან დაბრუნებაზე".


2018 წელს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოიწერა: "მიშა ვგიჟდები შენზე, მიყვარხარ, ვაფრენ და ბევრი გულები".


ყველაფერი ეს შემოინახა "ფეისბუქის" ისტორიამ. რა თქმა უნდა, საზოგადოების აზრი იცვლება, მაგრამ ივანიშვილს საზოგადოების აზრის შეცვლა არ უნდა”, - განაცხადა სააკაშვილმა.


 

წყარო: რეზონანსი