მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - 14 წლის ბიჭის ოჯახის წევრებმა პოზიცია შეცვალეს

  • რეზონანსი
  • 21 დეკემბერი 10:26, 2018 წელი

14 წლის მათე ჯანჯღავას ოჯახის წევრები მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მოითხოვენ.

ოფიციალური ვერსიით, ბიჭმა ბაბუის ორლულიანი თოფით შუა სოფელში თავი მოიკლა.


გამოძიების ვერსიას ოჯახი თავიდან დაეთანხმა, თუმცა ახლა აცხადებენ, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა და მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გარდაცვლილის მამიდას თვითმკვლელობის ვერსიაში ეჭვი შეეპარა, გულში გამავალი ჭრილობაა, რომელიც მოზარდს ზემოდან ქვემოთ აქვს მიყენებული. მოზარდის მამიდა აცხადებს, რომ ბავშვი სანადირო თოფიდან მსგავსი მიმართულებით სხვისი დახმარების გარეშე ვერ გაისვრიდა.


ჯანჯღავების თანასოფლელების ნაწილი გარდაცვლილის ოჯახის ვერსიას, რომ შესაძლოა, მოზარდს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს, არ იზიარებს. გარდაცვლილის ნათესავები კი დარწმუნებულები არიან, რომ სოფელი სიმართლეს მალავს და მკვლელი ნაგურუში ცხოვრობს.

წყარო: რეზონანსი