“ძალიან ცუდად ვარ, ძალიან” - გურანდა გაბუნია კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ ისევ შეუძლოდაა

  • რეზონანსი
  • 21 დეკემბერი 10:24, 2018 წელი

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია კლინიკიდან სახლში გაწერეს.

 "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მსახიობი თავს ამ დრომდე შეუძლოდ გრძნობს.


"ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით და გაგახსენდით. ძალიან ცუდად ვარ, ძალიან", - აღნიშნა გურანდა გაბუნიამ.


შეგახსენებთ, მსახიობ გურანდა გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 27 ნოემბერს გაუარესდა, რის გამოც იგი კლინიკაში მოათავსეს. მას კუჭი აწუხებდა და ოპერაცია გაუკეთეს. მოგვიანებით კი მსახიობმა ფეხიც მოიტეხა.

წყარო: რეზონანსი