"ღმერთმა დამიფაროს ნინო ანანიაშვილის ოპერიდან გამოგდება, მე ეგ არ მიგულისხმია" - დავით ოქიტაშვილი

  • რეზონანსი
  • 20 დეკემბერი 17:34, 2018 წელი

დავით ოქიტაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ უხერხულია, როდესაც ოჯახის ერთი წევრი ხელისუფლების დამხობისკენაა მიმართული, მეორე წევრი კი ამ ხელისუფლებისგანვე ხელფასს იღებს.

ამბობს, რომ მისი განცხადება არასწორად იქნა გაგებული და არ უგულისხმია, რომ ანანიაშვილმა ოპერის თეატრი უნდა დატოვოს.


"მე როგორც ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანმა დავაფიქსირე ჩემი აზრი, ჩემი ღრმა პატივისცემა ქალბატონი ნინო ანანიაშვილისა და მისი შემოქმედებისადმი. მე ვიგულსიხმე, რომ როდესაც მისი მეუღლე მოუწოდებს ხელისუფლების დამხობისკენ, ხელისუფლებას კრიმინალებს უწოდებს და ამბობს, რომ მას აღარ შეუძლია ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამ დროს ქალბატონი ნინო იკავებს ამხელა თანამდებობას ოპერაში, თქვენ ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? მე გადავდგებოდი და ვიქნებოდი ჩვეულებრივი რიგითი პედაგოგი ოპერაში. როდესაც ოჯახის წევრი ითხოვს ხელისუფლების დამხობას, რაღაც უხერხულია. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სიტყვის გამოხატვის საშუალება. მე ეს ვიგულისხმე, თორემ ღმერთმა დამიფაროს ნინო ანანიაშვილის ოპერიდან გამოგდება, მე ეგ არ მიგულისხმია. მე ვიგულისხმე ის, რომ რაღაც უხერხული სიტუაციაა, როდესაც ოჯახის ერთი წევრი ამბობს, რომ უნდა დავამხო ეს ხელისუფლება და ოჯახის მეორე წევრი ამ ხელისუფლებისგან იღებს ხელფასს," -განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.


 

წყარო: რეზონანსი