ქართველების ფულის გათეთრებისთვის Danske Bank–ის 10 თანამშრომელი დააკავეს

  • M2B
  • 19 დეკემბერი 17:07, 2018 წელი

ესტონეთის პროკურატურამ Danske Bank–ის ესტონური ფილიალის 10 თანამშრომელი დააკავა, რომლებიც არარეზიდენტებს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ფულის გათეთრებაში ეხმარებოდნენ.

ესტონეთის გენერალური პროკურორის ლავლი პერლინგის თქმით, დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.


მისივე თქმით, ყველა დაკავებული ესტონეთის მოქალაქეა და ისინი კლიენტების მენეჯერებად მუშაობდნენ. მათ ფუნქციაში ფულის გათეთრებასთან ბრძოლაც შედიოდა.


მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2013 წელს ბანკის გავლით ყოფილი სსრკ–ის ქვეყნებიდან $30 მლრდ–მა გაიარა.


ლავლი პერლინგმა აღნიშნა, რომ „შავი ფულის“ ბრუნვა, რომელიც ქართველი და აზერბაიჯანელი არარეზიდენტების ანგარიშზე ირიცხებოდა, დაახლოებით 300 მლნ ევროს შეადგენდა. გარდა ამისა, დაპატიმრებულია 1 მლრდ ევროს მოცულობის აქტივები.


ესტონეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ფულის გათეთრებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ვინაობა არ სახელდება.

სრული ვერსიის ნახვა M2B