„მე ამ პაატასი ვერ გავიგე, ვის მხარესაა“

  • რეზონანსი
  • 18 დეკემბერი 14:54, 2018 წელი

მსახიობი გივი სიხარულიძე სანკტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისათვის“ ყოფილი ლიდერი და ახლა უკვე სანკტ-პეტერბურგის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, პაატა ბუჭულაძის ნამღერს გამოეხმაურა.

15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო. ქართული საზოგადოების ნაწილი ბურჭულაძეს სწორედ ამ კონცერტზე პუტინის წინაშე სიმღერისათვის აკრიტიკებს. 


სიხარულიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა პაატარა ბურჭულეს ვეღარ გაუგია ვის მხარესაა, თუმცა, მისი აზრით, მომღერალმა ყველგან უნდა იმღეროს, სადაც შესაძლებელი იქნება.


„მე მწამს და მჯერა, რომ ხელოვანმა ადამიანმა ყველგან უნდა იმღეროს და ყველგან უნდა იცეკვოს, სადაც დაუძახებენ. მაგრამ მე ამ პაატასი ვერ გავიგე ვისია. 


„მე პაატა ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ, მსოფლიო მნიშნვნელობით უდიდესი მომღერალია, მაგრამ ეტყობა თვითონ პაატაც დაბნეულია და რას შვრება და ვისია და რისია, თვითონაც ვეღარ გაურკვევია. 


„ცოტა გაურკვეველია ჩემთვის ეს ამბავი - უნდა იმღეროს, თუ არ უნდა იმღეროს. სანკტ-პეტერბურგის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ეს კაცი. პოლიტიკოსი იყო და მწვავე კრიტიკოსი იყო რუსეთის, მაგრამ წავიდა ახლა და იქ დაინიშნა სამხატვრო ხელმძღვანელად. მაშინ არ უნდა წასულიყო არც სამხატვრო ხელმძღვანელად,“ - განაცხადა გივი სიხარულიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

წყარო: რეზონანსი