კონცერტზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა პაატა ბურჭულაძემ იმღერა

  • რეზონანსი
  • 18 დეკემბერი 13:14, 2018 წელი

საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, სანკტ-პეტერბურგში გამართულ იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.

კონცერტი 15 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და ის მაესტრო იური ტემირკანოვის იუბილეს ეძღვნებოდა.


კონცერტზე, რომელზეც პაატა ბურჭულაძემ ზაქარია ფალიაშვილის "დაისიდან" ერთ-ერთი არია "ღვინოვ კახურო" შეასრულა, ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა.


წყარო: რეზონანსი