რა გახდა ვერაზე სისხლიანი გარჩევის მიზეზი? - "პირველი ვინც დაჭრეს, გაიქცა"

  • რეზონანსი
  • 14 დეკემბერი 13:31, 2018 წელი

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

სისხლიანი გარჩევა, რომელიც 4 ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მოხდა.


დაშავებულებს ჭრილობები იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა დაშავებულმა ადგილიდან წასვლა საკუთარი ფეხით შეძლო.


სამი დაშავებული კი საავადმყოფოში ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფომ გადაიყვანა.


სამივე მათგანს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.


რა გახდა ვერაზე სისხლიანი გარჩევის მიზეზი, უცნობია. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია 30 წლამდე ბრალდებულიც.


"4 ახალგაზრდა დაჭრეს, დანებით დაჭრეს... პირველი, რომელიც დაჭრეს, ის გაიქცა. პატრული დაცვამ მას შემდეგ გამოიძახა, რაც უკვე დანით დაჭერეს ერთ-ერთი ბიჭი"- ამბობს თვითმხილველი.


კომენტარი გაკეთდა ღუდუშაირის კლინიკაშიც, სადაც სამივე დაჭრილია მოთავსებული. მედიკოსების თქმით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


„აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის ჭრილობები. მათი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას განაგრძობენ ქირურგიულ განყოფილებაში. გულმკერდისა და ბარძაყის არეში აღენიშნებოდათ ჭრილობები,"- განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარინა გელანტიამ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: რეზონანსი