„რა აღარ სცადეს ექიმებმა..."- პატარა ანას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

  • რეზონანსი
  • 14 დეკემბერი 12:08, 2018 წელი

ანა გაფრინდაშვილი 9 წლის არის, მას დაუდგენელი ფორმის ცერებრალური დამბლა აქვს, მისი დაავადების კონტროლი ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთმა მედიკამენტმა ვერ შეძლო.

ოჯახი, სადაც ანა ცხოვრობს, სოციალურად დაუცველია, იმის გამო, რომ ბავშვის მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო, ოჯახმა უამრავი ვალი აიღო, პენსია წინასწარ გამოიტანეს, და ყველაფერს აკეთებენ, რომ ანას ნერვული სისტემა ოდნავ მაინც მოუწესრიგდეს, მაგრამ უშედეგოდ...


„9 წელია არ გვძინებია, მთელი ღამე დადის, ბორგავს, შფოთავს, შეიძლება გამთენიას ჩაეძინოს, ისიც 2-3 საათით, არანაირი წამალი არ მოქმედებს, რა აღარ სცადეს ექიმებმა, მაგრამ უშედეგოდ..." _ აცხადებს ქალბატონი მადონა, ანას დედა. _"ყველაზე მეტად მარიამი მეცოდება, ის მხოლოდ 12 წლის არის და როგორც დიდი ადამიანი, ისე მეხმარება ანას მოვლაში, არადა მისთვის ასეთი ტვირთი ძალიან მძიმეა..."


მარიამისთვის საუკეთესო საახალწლო საჩუქარი მისი დაიკოს მკურნალობის დაწყებაა, 12 წლის გოგონას ოცნებები პატარა დის გარშემო ტრიალებს...


ანას ექიმებმა საზღვარგარეთ გამოკვლევები ურჩიეს, რადგან საქართველოში მისი დაავადების დადგენა და შესაბამისად გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ ოფიციალურ დასკვნაზე, რის საფუძველზეც ჯანდაცვამ დაფინანსება უნდა დაამტკიცოს, ექიმი თავს იკავებს, არადა გოგონას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, მას უკვე გულყრებიც ემართება, რაც ისედაც ჩამორჩენილ გონებრივ განვითარებას, უფრო აფერხებს...


მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ყველანაირად უჭირს, მადონა მხოლოდ შვილის გამოკვლევებისთვის დახმარებას თხოვს საზოგადოებას, რათა ოდნავ მაინც მოწესრიგდეს მისი მდგომარეობა და მარიამმაც მშვიდად დაძინება შეძლოს....


ანას გამოკვლევებისთვის მხოლოდ 2 000 $ (ორი ათასი) სჭირდება, ამ თანხის შეგროვება ძნელი არ იქნება, თუკი თითოეული ჩვენგანი საახალწლო სამზადისს მხოლოდ 1 ლარს მოვაკლებთ და ანასთვის ჩავრიცხავთ მითითებულ რეკვიზიტებზე:


1.საქართველოს ბანკი:


GE51BG0000000668714400


2.თიბისი ბანკი:


GE64TB7015436080100015


3.ლიბერთი ბანკი:


GE86LB0115119616889001


საიდენტიფიკაციო კოდი:


406179987


ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან:


0 901 701 225


ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ "დედის ხელები"


გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, საიტიდან mothershandscare.com დანიშნულებაში მიუთითეთ ანა გაფრინდაშვილი


 

წყარო: რეზონანსი