ბავშვებზე მოძალადეები გლდანში გამოჩნდნენ: "პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა"

  • რეზონანსი
  • 14 დეკემბერი 10:38, 2018 წელი

თბილისში, გლდანში მე-7 მიკრორაიონში 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.


7 წლის გოგონას თქმით, აღნიშნულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა.


„30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი" - აღნიშნა ერთ-ერთმა გოგონამ.


საქმეზე დაწყებულია გამოძიება და ამოღებულია სათვალთვალო კამერები.

წყარო: რეზონანსი