“არ ამოუსუნთქავს… მამაოები რომ ლოცულობენ, ასავსავებს” – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

  • რეზონანსი
  • 13 დეკემბერი 15:46, 2018 წელი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვისას, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა:

"იცით, რა არის?! ღმერთმა თქვა, ხელი გაანძრიეო, რა. ხელის განძრევის გარეშე არაფერი... ლოცვები, რა თქმა უნდა, დღეს მე ველაპარაკე, მაგალითად, მიქაელ ასათიანს, ჩემს საყვარელ მოძღვარს ნუცუბიძის პლატოდან და თქვა, რომ დღე და ღამე ლოცულობს ჩვენთვის და ბევრი ღირსეული მამაო ლოცულობს ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, მათი ლოცვები გაგვაძლიერებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ლოცვასთან ერთად, გვჭირდება სერიოზული მოქმედებები", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.


მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს "ტაბულას" გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" შემდეგი რეპლიკით ეხმაურება:


"ეს იქიდან უბერავს - არ ამოუსუნთქავს," - წერს ჩერგოლეიშვილი, პოსტის კომენტარში სოციალურ ქსელის მომხმარებლმა დაწერა - თვითონ რას შვება ამ ხელებით ნეტა?!, რაზეც ჩერგოლეიშვილმა მიუგო: - "მამაოები რომ ლოცულობენ, ასავსავებს"

წყარო: რეზონანსი