გამსახურდია: "მე მიყვარს ისლამი... მასთან შეხვედრის შემდეგ ღვთაებრივად დამუხტული მოვდივარ ხოლმე"

  • რეზონანსი
  • 13 დეკემბერი 11:17, 2018 წელი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

„რამხელა სიყვარული და სითბოა მალხაზ მაჩალიკაშვილში… მასთან შეხვედრის შემდეგ მეც კი, რომელსაც არც ენერგია მაკლია და არც შემართება, რაღაც ღვთაებრივად დამუხტული მოვდივარ ხოლმე… ეს ადამიანი, რომელიც თითქოს არაფრით განსაკუთრებული არ უნდა ყოფილიყო ტრაგედიამდე, როგორი შინაგანი კულტურის და ზნეობის მატარებელია…


მე მიყვარს ისლამი, მისი სუფიური მიმდინარეობა. ოდესღაც გადამარჩინა მისი პრინციპების ცოდნამ, ოდესმე მოვყვები ამის შესახებ, თუ მოვესწარი სიბერეს", - წერს გამსახურდია.

წყარო: რეზონანსი