"გამლახეს და საავადმყოფოში აღმოვჩნდი" - "უცნობი"

  • რეზონანსი
  • 12 დეკემბერი 15:28, 2018 წელი

ამ წუთებში ლევან გაჩეჩილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბერს მომხდარი დარბევის საქმეზე ჩვენებას აძლევს.

მეორედ როცა გამლახეს, საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ თეთრ ხალათებში გადაცმულ კუდ-ის წარმომადგენლებს. იქიდან გამოვიპარე, ვიდრე სააკაშვილი გადადგებოდა, ვიმალებოდი, - აღნიშნულის შესახებ სასამართლოს სხდომის პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.

„რაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური იყო. ამის ჩვენთვის გადმობრალება უნდოდათ, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ანტიკონსტიტუციურად მოიქცენენ. მე მოშიმშილე ვიყავი, ორჯერ სასტიკად გამისწორდნენ. ძირითადად, კუდ-ის ქვედანაყოფები გამისწორდნენ, რომლებიც ძალიან ზომბირებულები იყვნენ. იმდენად ცუდად გავხდი, მეორედ როცა გამლახეს, უნებურად საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ ისევ თეთრ ხალთებში გადაცმულ კუდ-ის წარმომადგენლებს. იქიდან გამოვიპარე, სანამ სააკაშვილი გადადგებოდა, ვიმალებოდი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულები არიან - მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

წყარო: რეზონანსი